კვირა
28.04.2024, 08:46
BJALONI-ვებ დიზაინი, რეკლამა
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
საიტის განყოფილებე

ძებნა საიტზე

კალენდარი
«  მაისი 2009  »
ორშსამშოთხშხუთშპარშაბკვირ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

Bookin.com
Booking.com

მთავარი » 2009 » მაისი » 24 » კახა კუკავა - ოპოზიციის ლიდერი სამართლიანად გამოიკვეთება
20:15
კახა კუკავა - ოპოზიციის ლიდერი სამართლიანად გამოიკვეთება

 „კონსერვატორების“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა ადასტურებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციაში საერთო ლიდერის გამოკვეთაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახა კუკავამ განუცხადა, ამ ეტაპზე ოპოზიციაში კონკრეტული ლიდერების საკითხი იმდენად არ განიხილება, რამდენადაც  - ლიდერის ირგვლივ ფორმალიზებული გაერთიანების პრინციპი.

„როგორც ყველა საქმეს, ამ საქმესაც სჭირდება ლიდერი. საზოგადოების მოთხოვნილებაა, ლიდერი იყოს თანამედროვე, მობილური, კომუნიკაბელური, ენერგიული. რომელიმე ლიდერის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არა მაქვს. ლიდერი სამართლიანად გამოიკვეთება. შეიძლება ლიდერი ერთ დღეშიც გამოიკვეთოს და არ არის გამორიცხული ეს, 26 მაისამდე მოხდეს",-განაცხადა კუკავამ.

ოპოზიციის საერთო ლიდერის შესახებ განცხადება „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა გააკეთა. „საერთო ლიდერის გამოკვეთა დასავლეთის მოთხოვნა უფროა, ვიდრე  - ქართული საზოგადოების, რადგან ოპოზიციას საერთო გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, დასავლეთი კი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი",- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ოპოზიციაში მსჯელობა მიმდინარეობს და გამოიკვეთება თუ არა საერთო ლიდერი ან ვინ იქნება იგი,  პარტიებს შორის შეთანხმების საგანია.

 

Interpressnews
2009.05.23 18:27
ნანახია: 1132 | დაამატა: shamura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
განყოფი კატეგორიებ
პოლიტიკა [8]
ეკონომიკა [2]
მეცნიერება [0]
რელიგია [0]
სპორტი [0]

მომხმარებლის მენიუ

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვები
შეაფასეთ საიტი
პასუხები სულ: 29

საიტის მეგობრები
  • შექმენით საიტი
  • ვებ-დიზაინერისათვის
  • პროგრამები ყველასათვის
  • გართობის სამყარო
  • რუნეტის საუკეთესო საიტები
  • კულინარული რეცეპტები

  • სტატისტიკა

    საიტზე მთლიანად: 1
    სტუმრები: 1
    მომხმარებლები: 0

    Booking.com
    Booking.com


    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz