კვირა
28.04.2024, 10:24
BJALONI-ვებ დიზაინი, რეკლამა
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
საიტის განყოფილებე

ძებნა საიტზე

კალენდარი
«  მაისი 2009  »
ორშსამშოთხშხუთშპარშაბკვირ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

Bookin.com
Booking.com

მთავარი » 2009 » მაისი » 24 » პატრიარქი - განსაცდელი, რომელშიდაც იმყოფება საქართველო, სიხარულით შეიცვლება
20:31
პატრიარქი - განსაცდელი, რომელშიდაც იმყოფება საქართველო, სიხარულით შეიცვლება

2009-05-21

განსაცდელი, რომელშიდაც იმყოფება საქართველო, სიხარულით შეიცვლება, _ ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიაზე განაცხადა.

წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმინედსმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

ლიტურგიის შემდეგ უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა, რომელზედაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველისა შესახებ და სიყვარულის აუცილებლობაზე იქადაგა.

“მას არ ეშინოდა არც სიკვდილის და არც განსაცდელის, რადგან უფლის განსაკუთრებული ერთგულება ჰქონდა. იოანე ღვვთისმეტყველს სიყვარულის მქადაგებელს უწოდებენ. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ყოველთვის ქადაგებდა სიყვარულს. თქვენ რომ წაიკითხოთ მისი სახარება, ეპისტოლეები, ყველგან ქადაგებს სიყვარულს. გიყვარდეთ ერთმანეთი", _ ბრძანა უწმინდესმა.

მისივე თქმით, როგორც შეუძლებელია, ადამიანმა განსაზღვროს ღმერთი, ასევე, შეუძლებელია აიხსნას, თუ რა არის სიყვარული. როცა ადამიანს ღმერთი უყვარს, უყვარს სამშობლო, ადამიანები და მზად არის, თავისი სიცოცხლე სხვებს შესწიროს.

“ქართველი ადამიანი სიყვარულით არის დაჯილდოებული და უფალი დაგვეხმარება. სიხარულის შედეგია სიყვარული. თუ ადამიანში სიხარული არ არის, მას სიყვარული არ ექნება. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და ვთხოვ უფალ ღმერთს, აღავსოს საქართველო და მთელი ქვეყანა სიხარულით”, _ აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ დღევანდელ დროში სიყვარულმა იკლო, ყველაზე მეტი დეფიციტი არის სწორედ სიყვარულის ნაკლებობა და რაც ჩვენს გარშემო ხდება, სწორედ ამის შედეგია.

“განსაცდელი, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება, სიხარულით შეიცვლება”,- ბრძანა პატრიარქმა და იმედი გამოთქვა, რომ ღვთისმშობლის, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვებით ყოველივე, რაც ხდება საქართველოში, მშვიდობიანად დასრულდება.

კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1190 | დაამატა: shamura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
განყოფი კატეგორიებ
პოლიტიკა [8]
ეკონომიკა [2]
მეცნიერება [0]
რელიგია [0]
სპორტი [0]

მომხმარებლის მენიუ

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვები
შეაფასეთ საიტი
პასუხები სულ: 29

საიტის მეგობრები
  • შექმენით საიტი
  • ვებ-დიზაინერისათვის
  • პროგრამები ყველასათვის
  • გართობის სამყარო
  • რუნეტის საუკეთესო საიტები
  • კულინარული რეცეპტები

  • სტატისტიკა

    საიტზე მთლიანად: 1
    სტუმრები: 1
    მომხმარებლები: 0

    Booking.com
    Booking.com


    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz