კვირა
28.04.2024, 15:29
BJALONI-ვებ დიზაინი, რეკლამა
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
საიტის განყოფილებე

ძებნა საიტზე

კალენდარი
«  მაისი 2009  »
ორშსამშოთხშხუთშპარშაბკვირ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

Bookin.com
Booking.com

მთავარი » 2009 » მაისი » 24 » ოპოზიცია დღეიდან დასავლეთ საქართველოში მიტინგების გამართვას იწყებს
20:54
ოპოზიცია დღეიდან დასავლეთ საქართველოში მიტინგების გამართვას იწყებს

ოპოზიცია დღეიდან დასავლეთ საქართველოში მიტინგების გამართვას იწყებს.

 პირველი მიტინგი დღეს ბათუმში ჩატარდება. აჭარაში უკვე იმყოფებიან „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები თინა ხიდაშელი და დავით ბერძენიშვილი.

 როგორც „ინტერპრესნიუსს“ თინა ხიდაშელმა განუცხადა, დილიდან ოპოზიციის აქტივისტები ინფორმაციის გასავრცელებლად ავტომობილებით დაიწყებენ მოძრაობას ბათუმში და აჭარის სხვადასხვა რაიონში.

 „მიტინგი ბათუმში დაგეგმილია 20:00 საათზე, ხოლო 21:00 საათზე გაიმართება მომღერალ გია გაჩეჩილაძის („უცნობი“) კონცერტი. კონცერტის შემდეგ კოლონა აჭარიდან ფეხით, ჩირაღდნებით გაემართება ქუთაისისკენ“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

 მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერები ჩამორჩებიან აღნიშნულ ჯგუფს და სამეგრელოში გადაუხვევენ, სადაც 21 მაისს, 14:00 საათზე, ზუგდიდში მიტინგს გამართავენ. 20:00 საათზე კი მორიგი მიტინგი ქუთაისში გაიმართება. ქუთაისში ასევე დაგეგმილია „უცნობის“ კონცერტი.

„კონცერტის შემდეგ კოლონა დაიძვრება თბილისისკენ. გზაში სამიტინგო გაჩერებები აღარ იგეგმება. კოლონა დასვენების მიზნით ყოველ ღამე მხოლოდ სხვადასხვა ადგილებში გაჩერდება. 25 მაისს ეს კოლონა დაბანაკებდა მცხეთაში და უკვე 26 მაისს ეროვნულ სტადიონზე შეკრებილ საზოგადობას შეუერთდება“, - განმარტა თინა ხიდაშელმა.

 

Interpressnews
2009.05.20 11:14
კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1117 | დაამატა: shamura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
განყოფი კატეგორიებ
პოლიტიკა [8]
ეკონომიკა [2]
მეცნიერება [0]
რელიგია [0]
სპორტი [0]

მომხმარებლის მენიუ

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვები
შეაფასეთ საიტი
პასუხები სულ: 29

საიტის მეგობრები
  • შექმენით საიტი
  • ვებ-დიზაინერისათვის
  • პროგრამები ყველასათვის
  • გართობის სამყარო
  • რუნეტის საუკეთესო საიტები
  • კულინარული რეცეპტები

  • სტატისტიკა

    საიტზე მთლიანად: 1
    სტუმრები: 1
    მომხმარებლები: 0

    Booking.com
    Booking.com


    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz