კვირა
28.04.2024, 02:55
BJALONI-ვებ დიზაინი, რეკლამა
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
საიტის განყოფილებე

ძებნა საიტზე

კალენდარი
«  ივნისი 2009  »
ორშსამშოთხშხუთშპარშაბკვირ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

Bookin.com
Booking.com

მთავარი » 2009 » ივნისი » 14 » "საქართველოში ბურჯანაძისა და ნოღაიდელის მსგავსი პოლიტიკური გვამები ვერასოდეს გაიმარჯვებენ"
00:59
"საქართველოში ბურჯანაძისა და ნოღაიდელის მსგავსი პოლიტიკური გვამები ვერასოდეს გაიმარჯვებენ"
გოგა ხაინდრავა: ბუბა კიკაბიძეს ურჩევნია, პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლას თავის "ჩიტო-გვრიტოს" მიხედოს ოპოზიცია 2009 წლის იანვრიდან "გრანდიოზული" გეგმების განხორციელებას იწყებს. ერთ-ერთი ასეთი გეგმა კი ოპოზიციური პარტიების მასშტაბური კოალიციაა, რომლის ლიდერი, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანია იქნება. ოპოზიციონერი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნა სავსებით რეალურია. ახალი ოპოზიციური კოალიციის ლიდერი ირაკლი ალასანია ხდება "საქართველოში ბურჯანაძისა და ნოღაიდელის მსგავსი პოლიტიკური გვამები ვერასოდეს გაიმარჯვებენ" "ჯორჯიან თაიმსი" გოგა ხაინდრავას შეხვდა და მომავალი კოალიციისა და ხელისუფლების შეცვლის ოპოზიციისეულ გეგმებზე ესაუბრა. "ჯორჯიან თაიმსი": რამდენად შესაძლებელია 2009 წელს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა? გოგა ხაინდრავა: შესაძლებელი კი არა, გარდაუვალია საქართველოს ხელისუფლების შეცვლა. ის დანაშაულობები, რაც სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას აქვს ჩადენილი, უკვე გამოაშკარავებულია. არანაირი გამოძიება ამას აღარ სჭირდება. ყველაფერი ნათელია. თუმცა განაჩენი უნდა გამოიტანოს არა პოლიტიკურმა ჯგუფმა ან ექსპერტებმა, არამედ ქართველმა ხალხმა. _ და ვინ უნდა დასხდნენ განსასჯელის სკამზე? _ ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა უნდა ამოიწუროს. კერპთაყვანისმცემლობა და მესიანიზმი საქართველოში უნდა დამთავრდეს. ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა სახელმწიფოებრივი აზროვნება და არ დაუშვა ძალადობრივი გზით ხელისუფების დამხობა. ქართველმა ხალხმა თავად უნდა გამოუტანოს განაჩენი სააკაშვილს, ბურჯანაძეს, ბენდუქიძეს... სააკაშვილს ამ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში აღარავინ დატოვებს. ეს არის ადამიანი, რომლის ნებისმიერი წუთი, ნებისმიერი დღე ხელისუფლებაში ყოფნისა, არის ძალიან სერიოზული საფრთხე არამარტო ქვეყნისთვის, არამედ ქართველი საზოგადოებისთვის. _ შესაძლოა თუ არა ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა ისევ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ მოხდება? გახდება თუ არა კომპრომატების ომის მსხვერპლი ირაკლი ალასანია? _ არანაირი კომპრომატები საქართველოს ხელისუფლებას ალასანიაზე არ გააჩნია. ეს აბსოლუტურად ნათელი გახდა იმ უბადრუკი მცდელობებისგან, რომელიც მერაბიშვილმა გაავრცელა. ეს იყო მერაბიშვილისეული ბოდვები. იმდენი იყო ნიაღვარი ცილისწამებების, რომ აღარ ჭრის და ხალხს აღარ სჯერა. რაც შეეხება ალასანიას დაყრდნობას ორ ოპოზიციურ პარტიაზე, გაერთიანება ბევრად უფრო ფართო იქნება. იგეგმება მასშტაბური კოალიციის შექმნა, რომელშიც არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ცნობილი საზოგადო მოღვაწეებიც იქნებიან. ალასანიასთან თანამშრომლობისთვის მზად არის საკმაოდ დიდი ოპოზიციური წრე. _ ეს იქნება მხოლოდ ქართული პროექტი, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა აქაც ამერიკაში უნდა ვეძებოთ? _ რაც შეეხება პროექტს, ამერიკაში უჭერენ მხარს იმ ლიდერებს, რომელსაც ქართველი ხალხი ენდობა და ვინც ქართველი ხალხის არჩევანს წარმოადგენს. ამიტომ აქ ცალკეულ პიროვნებებზე ფსონის დადება არ არის სწორი. _ საზოგადოებაში გაჩნდა უნდობლობა ოპოზიციის მიმართ. ხალხი დაიღალა იმის მოლოდინში, რომ ოპოზიცია რაიმე ქმედით ნაბიჯს გადადგამს და შეასრულებს ხალხის რეალურ მოთხოვნებს. _ მე არ მესმის როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სიყვარულში დაიღალო? _ ქვეყნის სიყვარულში არა, ბატონო გოგა, საპროტესტო აქციებზე სიარულით დაიღალა... _ ჩვენ არც ერთ ეტაპზე არ გაგვიცხადებია, რომ ძალით ვაპირებთ ხელისუფლების დამხობას. თუ ვინმეს ეგონა, რომ ჩვენ ძალით შევვარდებოდით პარლამენტში კეტის მტვრევით, ძალიან ცდებოდა. საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ ოჯახზე ფიქრით თუ დაიღალე, ნუ იქნები დაღლილი და იქნები იმ დღეში, რა დღეშიც ხარ. _ როდისთვის იგეგმება ოპოზიციური პარტიებისა და ირაკლი ალასანიას კოალიცია? _ აქტიური მოლაპარაკებები მიდის და ძალიან მალე ძალიან დიდ კოალიციას შევთავაზებთ ქართულ საზოგადოებას. მოლაპარაკებები კიდევ მიმდინარეობს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. რა თქმა უნდა, ზოგიერთთან კოალიცია წარმოუდგენელია, მაგალითად ბურჯანაძესთან, რომელიც არის, ჩემი აზრით, პოლიტიკური გვამი, როგორც სააკაშვილი, რომლის რეანიმირება წარმოუდგენელია. საქართველოში ბურჯანაძისა და ნოღაიდელის მსგავსი პოლიტიკური გვამები ვერასოდეს გაიმარჯვებენ. _ მომღერალმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გაახმოვანა, რომ რუსეთი აპირებდა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების მოშორებას და ბურჯანაძის გაპრეზიდენტებას. თქვენ თუ გქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია? _ ბუბა კიკაბიძეს ურჩევნია, თავის "ჩიტო-გვრიტოს" მიხედოს, ვიდრე პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდეს. _ მაგრამ მომღერალმა განმარტა, რომ რუსეთის ვერტმფრენებმა ჩამოყარეს პროკლამაციები, სადაც მითითებული იყო, რომ სააკაშვილის "გადაგდების" შემთხვევაში ის ნინო ბურჯანაძეს მოიყვანდა ქვეყნის სათავეში. _ ბატონი ბუბას გამონათქვამები ჩვემთვის სანდო არ არის, ამიტომ არ ვაპირებ ამის კომენტირებას. _ თქვენმა კოლეგამ, ჯონდი ბაღათურიამ თქვა, რომ ოპოზიციაში არის სამი-ოთხი ადამიანი, რომლებიც არიან აგენტები და რომელთა მთავარი დანიშნულება ოპოზიციაში განხეთქილების შეტანაა. _ მე არც ჯონდი ბაღათურიას გამონათქვამების კომენტირებას ვაპირებ. ცხოვრებამ თვითონ აჩვენა, ვინ ვის მხარესაა, ვინ ვის ინტერესებს იცავს და ვინ ვის სიმღერებს მღერის.
კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1175 | დაამატა: shamura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
განყოფი კატეგორიებ
პოლიტიკა [8]
ეკონომიკა [2]
მეცნიერება [0]
რელიგია [0]
სპორტი [0]

მომხმარებლის მენიუ

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვები
შეაფასეთ საიტი
პასუხები სულ: 29

საიტის მეგობრები
  • შექმენით საიტი
  • ვებ-დიზაინერისათვის
  • პროგრამები ყველასათვის
  • გართობის სამყარო
  • რუნეტის საუკეთესო საიტები
  • კულინარული რეცეპტები

  • სტატისტიკა

    საიტზე მთლიანად: 1
    სტუმრები: 1
    მომხმარებლები: 0

    Booking.com
    Booking.com


    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz